9 საკვები პროდუქტი, რომელიც აძლიერებს გულის კუნთს და ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს

442

სწორი და ბალანსირებული კვების რაციონი ჯანმრთლობისა და სიძლიერის საწინდარია!

როგორც ყველამ კარგად ვიცით, კვებას უდიდესი როლი ენიჭება მთელი ჩვენი ორგანიზმისა და მისი პრაქტიკულად ყველა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

თუ გსურთ, მოამარაგოთ ორგანიზმი ღირებული მკვებავი ნივთიერებებით, გაიძლიეროთ გულის კუნთი და გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში, გაამდიდრეთ კვების ყოველდღიური რაციონი ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ნატურალური პროდუქტებით.

პროდუქტები, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე:

1. ვაშლი

ეს უგემრიელესი ნაყოფი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. რკინით მდიდარი ვაშლი დაგეხმარებათ დაბინძურებული არტერიების გაწმენდაში და ქოლესტერინის ფენების შემცირებაში.

2. შვრია

ეს სუპერ-საკვები აგავსებთ ენერგიით და მოამარაგებს თქვენს სხეულს უჯრედისით, რის ხარჯზეც გააქტიურდება ცუდი ქოლესტერინის დონის წვისა და შემცირების პროცესი.

3. ავოკადო

ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებითა და სასარგებლო ცხიმებით მდიდარ ანანასს ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

4. მწვანე ბოსტნეული

მიიღეთ მწვანე ბოსტნეული რაც შიძლება ხშირად, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, მათში საკმაოდ მაღალია სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების შემცველობა.

5. წითელი ღვინო

პოლიფენოლებით მდიდარი წითელი ნატურალური ღვინო სასარგებლოა არა მხოლოდ გულისთვის, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვისაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გონივრული რაოდენობით მივიღებთ.

6. ორაგული

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ორაგული და თევზის სხვა ცხიმიანი სახეობები ძალიან სასარგებლოა ჩვენი გულისა და სისხლძარღვებისთვის.

7. ზეითუნის ზეთი

ჩაანაცვლეთ სხვა მცენარეული ზეთები ზეითუნის ზეთით, რათა თავიდან აირიდოთ ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონის მატება.

8. თხილეული

სასარგებლო ცხიმებით მდიდარი თხილეული გააძლიერებს გულის კუნთს და მოამარაგებს თქვენს სხეულს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.

9. პომიდორი

ლიკოპინით მდიდარი პომიდორის ხშირად მირთმევით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითრების რისკი საგრძნობლად მცირდება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები და იკვებეთ სწორად, რათა გული მუდამ ძლიერი გქონდეთ.