გლუვი კანი და უჩინარი ფორები: ამ შედეგის მიღწევა კეფირის ნიღბის დახმარებითაა შესაძლებელი

349

შემოგთავაზებთ კეფირისა და სახამებლის ბაზაზე  მომზადებული ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი წევს სახის ოვალს, ავიწროებს ფორებს, კანს ანიჭებს ელასტიურობას, ბუნებრივ მბზინვარებასა და ჯანსაღ იერს.

ფერმენტირებულ რძის პროდუქტს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. კეფირის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი ებრძვის გამონაყარს, ამიტომ ეფექტურია მოზარდებისთვის. საუკეთესოა ასაკში მყოფი ადამიანებისთვის, რადგან კვებავს და ამკვრივებს კანს, ებრძვის ნაოჭებს. მჟავა ასუფთავებს ფორებს და ახდენს  უჯრედების ფუნქციის ნორმალიზებას.

ნიღბის შემადგენლობაში შემავალი ცილა კი ავიწროებს ფორებს, ჭიმავს და აღადგენს კანს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
  • ცხიმიანი კეფირი 1 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის ცილა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები აუცილებლად ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  2. ნიღაბი გაიკეთეთ ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ.
  3. კეფირი კვებავს თმას, ანიჭებს მოცულობას, ამიტომ საუკეთესო ინგრედიენტია თმის ნიღბების მოსამზადებლად.

კეფირი თქვენი ბუნებრივი სილამაზისთვის შეუცვლელი პროდუქტია. ბიუჯეტური პროდუქტი შეესაბამება ნებისმიერი ტიპის კანს და არ იწვევს ალერგიას.