ეს ანტიასაკობრივი ნიღაბი იაპონელი ლამაზმანების რჩეულია. აგლუვებს კანს და ამცირებს ლაქებს

707

იმისათვის, რომ კანი მუდამ ტონუსში გქონდეთ, საჭიროა რეგულარული მოვლა. ერთ-ერთი ასეთი საშუალება შეიძლება იყოს დაბერების საწინააღმდეგო იაპონური ნიღაბი. ნიღაბი კვებავს კანს, ატენიანებს, ასწორებს მცირე და ამცირებს ღრმა ნაოჭებს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის წვენი 2 ს. კ.
  • ბრინჯის ფქვილი 2 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის ცილა

მომზადების წესი:

  1. 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ სახეხზე და გამოწურეთ წვენი.
  2. ბრინჯის ფქვილის მისაღებად დაფქვით ის ყავის საფქვავში.
  3. კაროფილის წვენს დაამატეთ ბრინჯის ფქვილი, კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ.
  4. მომზადებული მასა წაისვით სახეზე, თვალების ქვეშ და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი.

ნიღაბი გაიკეთეთ 1 თვის განმავლობაში კვირაში 3-ჯერ. ერთი თვე შეისვენეთ და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.