ჩემს სახლში ყოველთვის იდეალური წესრიგი და სისუფთავეა, რაც მარტივი ხელნაკეთი საშუალების დამსახურებაა!

33100

თუ გსურთ, სახლში დაიცვათ სისუფთავე, ბრწყინავდეს თქვენი ქვაბები, ღუმელი, გაზქურა, სააბაზანო ნუ გადაიხდით ზედმეტს, სასურველ შედეგს მიიღებთ თქვენი ხელით მომზადებული ხსნარის საშუალებით.

უნივერსალური საწმენდი ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება 150 მლ
  • კბილის პასტა (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 1 ს. კ.
  • თბილი წყალი 150 მლ
  • სოდა 2 ს. კ.

მომზადების წესი:

1. ჭურჭლის სარეცხ საშუალებას შეურიეთ კბილის პასტა.

2. თბილ წყალში გახსენით სოდა.

3. მომზადებული მასები გააერთიანეთ და გადაიტანეთ სპრეი ბოთლში.

უნივერსალური საწმენდი საშუალება გამოიყენეთ  დაბინძურებული ქვაბებისა და ტაფების გასაპრიალებლად, აშორებს გაზქურას ცხიმებსა და ძველ, ჩამჯდარ ლაქებს, აპრიალებს ღუმელს, კაფელს, ონკანს. მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელის, მაცივრის გასაწმენდად. საუკეთესოა ფეხსაცმლის თეთრი ძირების გასაქათქათებლად.