როგორ გამოვიყენოთ კუპრის საპონი სახის კანისთვის. რჩევა, რომელიც ძალიან დამეხმარა

10458

კუპრის საპონი საუკეთესო ანტისეპტიკია. აკნეს, ანთებისა და გამონაყარის საწინააღმდეგოდ ადრე აქტიურად იყენებდნენ კუპრისსაპონს. თანამედროვე კოსმეტოლოგია კი მდიდარია სპეციალური საცხებით, ტონიკებით და სხვა საშუალებებით. მაგრამ არ დაივიწყოთ კუპრის საპნის სარგებელიც.

შემოგთავაზებთ კუპრის საპნის ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კუპრის საპონი
  • გულყვითელა (კალენდულა) დაფქული ნახევარი ს. კ.
  • ადუღებული წყალი ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ ნახარში. გულყვითელას დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე და ადუღეთ 5 წუთი. გააგრილეთ და გადაწურეთ.
  2. კუპრის საპონი გახეხეთ წმინდა სახეხზე და შეურიეთ ნახარშს. უნდა მიიღოთ სქელი მკვრივი მასა.
  3. ნიღაბი გადაიტანეთ მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში.

მომზადებული მასის მცირე ნაწილი წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი. პროცედურა ჩაიტარეთ  კვირაში 2-ჯერ.

მოცემული საშუალების გამოყემენამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. მცირე მასა წაისვით მაჯაზე და დააკვირდით 20 წუთი. თუ კანი არ გაგიწითლდათ, არ გამოიწვია ქავილი, თამამად გამოიყენეთ ნიღაბი.

კუპრის საპნის გამოყენებას არ მოერიდოთ, მისმა უსიამოვნო სუნმა არ შეგაშინოთ, სწრაფად ქრება.

კუპრის საპნონი საუკეთესოა დერმატოლოგიური  დაავადებების, კანის ზოგადი პრობლემების, ნაოჭების საწინააღმდეგოდ და პიგმენტაციის დროს.

გულყვითელა აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ავიწროებს ფორებს, ხსნის გაღიზიანებას.

გულყვითელასა და კუპრის საპნის ტანდემი ქმნის ძლიერმოქმედ საშუალებას. კუპრის ნიღბის მუდმივი გამოყენების შემდეგ კანი უფრო ელასტიური და გლუვი ხდება.