კანის ფორები დღითიდღე ფართოვდება? ამ უსიამოვნო მოვლენის შეჩერება და ფორების შევიწროება სამ ეტაპიანი პროცედურითაა შესაძლებელი

1039

სახის კანზე ფორების დახშობას იწვევს ოფლისა და ცხიმის ნარჩენების დაგროვება. დაბლოკილი ფორები აგროვებს ცხიმს, ჭუჭყსა და ოფლს, იმატებს ზომაში, ხდება უფრო შესამჩნევი და წარმოიქმნება შავ წერტილები.

სახის კანზე შავი წერტილებისგან თავის დასაღწევად საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომლებიც მიმართულია კანის ღრმა წმენდაზე. ჩვეულებრივი დაბანა და მსუბუქი გაწმენდა საკმარისი არ არის.

როგორ გავიწმინდოთ ფორები?

შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ ფორების სრულყოფილ გაწმენდას.

ფორების გაწმენდის მცდელობისას დაუშვებელია კანის გახეხვა და სპეციალური გამწმენდი ფუნჯის გამოყენება. ამ გზით ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, გადაჭარბებამ კი შესაძლოა  გამოიწვიოს გაღიზიანება.

არსებობს ბევრად უფრო ეფექტური საშუალებები, რომლებიც წმენდს ფორებს კანის გაღიზიანების გარეშე. წმენდის პროცესი მოიცავს 3 ეტაპს. მიჰყევით მოცემულ მითითებებს, შეასრულეთ ქვემოთ მოცემული ეტაპები თანმიმდევრობით და მიიღეთ ეფექტური შედეგი.

1-ლი ეტაპი_ორთქლის აბაზანა

  • ფორების გასაწმენდად ყველაზე ეფექტური საშუალებაა ორთქლის აბაზანა. 1-2 ს. კ. გამომშრალი გვირილა ჩაყარეთ საშუალო ზომის თასში, დაასხით ადუღებული წყალი, დაახლოებით 2 ჩაის ჭიქამდე, დაახურეთ ხუფი, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და გაიკეთეთ ორთქლის აბაზანა.
  • ორთქლი ხსნის ფორებს და აადვილებს გაწმენდას. ამ მოსამზადებელი პროცედურის გარეშე ღრმა გაწმენდა ძალიან რთული იქნება.
  • იმოქმედეთ ფრთხილად, ნაყენი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. ორთქლი ზრდის კანის მგრძნობელობას, ამიტომ ამ პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

მე-2 ეტაპი_ცხელი კომპრესი

  • მაშ ასე, 5 წუთი გააჩერეთ სახე ორთქლზე. შემდეგ სუფთა ქსოვილით გაიწმინდეთ პრობლემური ადგილები. იმოქმედეთ ფრთხილად, კანი არ დაიზიანოთ. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით შესამჩნევი შავი წერტილებისთვის, ეს პროცედურა საკმარისი არ არის. ასეთ დროს  გაიკეთეთ ცხელი კომპრესი.
  • პატარა პირსახოცი გააჯერეთ ორთლის აბაზანისთვის მომზადებული ოდნავ ცხელი ნაყენით, მსუბუქად გაწურეთ და ცხელი კომპრესი რამდენიმე წუთით დაიდეთ დაზიანებულ უბანზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ცხვირზე. კომპრესი აიღეთ და შავი წერტილებით დაფარული ზონა ფრთხილად გაიწმინდეთ ბამბის ფირფიტით ან ბამბის  ქსოვილით.

მე-3 ეტაპი_კოსმეტიკური თიხის ნიღაბი

  • ეს არის ბოლო ეტაპი. პროცედურას დაასრულებთ თიხის ნიღბით. თიხის ნიღაბი არბილებს კანს, ღრმად წმენდს და აახლებს. მაგრამ თიხის ნიღბის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, რადგან იწვევს გაღიზიანებას, განსაკუთრებით თუ კანი მგრძნობიარეა.  თიხის ნიღაბი გაიკეთეთ ორ კვირაში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანი გამოგიშრებათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი სახის კანის სწორად გაწმენდა?

სამწუხაროდ, თუ გაწუხებთ ისეთი პრობლემა, როგორიცაა შავი წერტილები და გსურთ ფორების გაწმენდა, ზედმიწევნით შეასრულეთ ზემოთ მოცემული ნაბიჯები და დაიცვათ ორი მნიშვნელოვანი წესი:

პირველი, სახე გაიწმენდეთ ძილის წინ, რადგან კანი ღამით თავისთავად აღდგება და ამიტომ აუცილებელია იყოს სუფთა.

მეორე, მაკიაჟი უნდა მოიშოროთ სრულყოფილად. ხშირად გგონიათ, რომ კანი გაიწმინდეთ, მაგრამ თუ ოდნავ გადაუსვამთ  მიცელარული წყლით გაჯერებულ ბამბის ფირფიტას,  დარწმუნდებით, რომ კანი სრულყოფილად არ გაგიწმენდიათ. კოსმეტიკის ნარჩენები უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, ახშობს ფორებს და არ აძლევს სუნთქვის საშუალებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები. ამ გზით შეაფერხებთ შავი წერტილების წარმოქმნასა და ნაადრევ დაბერებას. ხშირად ადრეული ნაოჭები არასათანადო მოვლის გამო ჩნდება.

აუცილებლად გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება და მოგვიყევით, თუ როგორ ებრძვით ამ გავრცელებულ პრობლემას თქვენ – ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!