ხალიჩას ჭუჭყი და უსიამოვნო სუნი გაუჯდა? მარტივი მეთოდით მას რამდენიმე წუთში იდეალურ სისუფთავეს დაუბრუნებთ

325

შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით ხალიჩას ძალიან მარტივად მოაშორებთ ლაქებს და აღმოფხვრით უსიამოვნო სუნს.

საწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • უნუვერსალური სარეცხი კაფსულა 1 ცალი
  • ძმარი 9%-იანი 2 ს. კ.
  • წყალი 1 ლ

ინსტრუქცია:

1. სარეცხ კაფსულას დაასხით ადუღებული წყალი.

2. კაფსულის გახსნის შემდეგ შეურიეთ ძმარი.

3. ცხელი ხსნარით გააჯერეთ ღრუბელი, მსუბუქად გაწურეთ და გაწმინდეთ ხალიჩა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დალაქავებულ ადგილებს. ბოლოს ხალიჩა გაწმინდეთ ნოტიო ტილოთი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს მეთოდი თქვენც დაგეხმარებათ! აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით- ასე ერთანეთს ძალიან დავეხმარებით.